წიგნის ქურდი – The Book Thief

wpid-s3cjd8givl.png

როგორც ზუსაკი ამბობს “სამყარო თავისი ფერებით იქცევს ყურადღებას”.  აქამდე მეგონნა რომ მსოფლიო ომების შესახებ რემარკმა მთლიანი ცისარტყელა შექმნა ჩემს გონებაში. თუმცა კიდევ ერთი აღმოვჩინე ეს ზუსაკის “წიგნის ქურდია”.

ეს ისტორია ერთ-ერთია იმ იშვიათი შემთხვევებიდან, როდესც წიგნიც უნდა გქონდეს წაკითხული და ფილმიც. რატომ? იმიტომ რომ წიგნს სულ სხვა ემოცია მოაქვს, ფილმს სულ სხვა. თუმცა ორივე შემთხვევაში უსაზღვროდ ივსებით გრძნობებით.

ისტორიას ყვება სიკვდილი – შედეგი, სმართლიანი და მგრძნობიარე. შესაბამისად ყველაფერიც სიკვდილით იწყება. ლიზელს პირველი თვისი უმცროსი ძმა მიატოვებს და პირველადაც მაშინ ხვდებიან ერთმნეთს სიკვდილი და ლიზელი.  თუმცა ის გოგონას კიდევ ბევრჯერ მოინხულებს. ისინი შეხვდებინ დაძბულობით აყროლებულ სარდფში,სადაც შიში უფრო მეტია ვიდრე იმედი. სადც ლიზელის ისტორიები უფრო მეტია ვიდრე საჭმელი, სადც ჰანსის გარმონის ხმა უფრო მღლია ვიდრე ბომბების… სიკვდილი გოგონას მშობლების ცხედართნც შეხვდებ და რუდის მურიან ტუჩებთანაც მოინხულებს.

წიგნში სიკვდილის ცინიზმი ჭრილობაზე მოყრილი მარილივითაა.. თითქოს სკმრისად ვერ გრძნობ ისტორიის სიმძაფრეს და ის გიმატებს. თითქოს გულსზე ხელს გიჭერს და არ გაძევს შესაძლებლობას ამოისუნთქო. თავსაც იმართლებს და ყველაფერს ღრუბლებში მიმალულ ადამინებს აბრალის. ან იქნებ ეს ბედისწერაა? სასცილოა მგრამ სიკვდილსაც კი არ სჯერა ამის… რა მწარეც არ უნდა იყოს ის ყველაფერში მართალია,თუმცა ვერსოდეს ვაპატიებ რუდის და ჰანსეს სიკვდილს.

ადმიანები იმაზე სულელები არიან ვიდრე ერთი შეხედვოთ ჩანს. ამას სიყკდილი ყველაზე კარგად ხედავს, ზუსაკი კი ყველაზე კარგად აღწერს. სიკვდილმა მშვენივრად იცის , რომ მხოლოდ სამი ფერი არსებობდა ადამიანებისთვის : წითელი, თეთრი, შავი.. მან ისიც იცის, ღარიბები ხშირდ რომ გადაადგილდებიან დამლვის იმედით. უფრო სწორდ იმ იმედით რომ სიკვდილისგან დაემალებიან. ის თან თითოეულ ჩვენთაგანთანაა და თან ყველასთან ერთად. სწორედ სიკვდილმა ასწავლა ლიზელს რა არის არ დატოვება. მის სრულ განმრტებას ვერც იმ ლექსიკონში ნახავდა, რომელიც მერის ცოლმა აჩუქა და ვერც მამა აუხსნიდა თავისი წმინდა ვერცხლისფერი თვალებით, ვერც რუდი შეძლებდა ამის ახსნას თვისი ანცი ხასიათით და ვერც დედა მმწარე ენით.

როდესმე წიგნთან ჩახუტების სურვილი გაგჩენიათ? თუ აქამდე არა მაშინ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ , როდესაც რუდი დააკლდება სამყაროს, მამა ჰანსე და ლიზელი მაშინ აუცილებლად მოგინდებათ რომ ამ წიგნის მეშვეობით მაინც დარჩნენ ისინი თქვენთან სამუდამოდ.

სიკვდილი აღიარებს, რომ ისეთი ადამიანის წაყვანა როგორიც მამა ჰანსე და რუდია ძარცვას ჰგავს. მათ ბევრი რამის შეცვლა შეეძლოთ. განსაკუთრებით რუდის. ბიჭს , რომელსაც არ უნდოდა მომკვდარიყო იქამდე სანამ არ გაიზრდებოდა..

ყველანაირ თანმიმდევრობას რაღაც აუცილებლად დაარღვევსო და რა თქმა უნდა მათი ასე თუ ისე მშვიდი ცხოვრება ერთმა ებრაელმა აურია. “აურია” ხმამაღალი ნათქვამია. საკითხავია აურია თუ პირიქით სიყვარული შეიტანა. მაგრამ ამით ისტორიას ბედნიერი დასასრული მაინც არ აქვს. სიკვდილს ბედნიერ დასასრულთან რა უნდა ?

თუ ვინმეს სიკვდილი ცელით და გრძელი შავი კაპიშონით წარმოგიდგენიათ, ალბათ სადღაც შეცდით. მას გულიც აქვს. აქვს და ისევე მალავს, ისევე უფრთხილდება როგორც ლიზელ მემინგრენის პატარა შავს წიგნაკს.

დუმილი? დუმილი წიგნში საკმაოდ ბევრია… სიკვდილი საუბრობს მხოლოდ იმას რაც მას უნდა და უსამართლოდაც, თუმცა ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. უსამართლობა იყო როდესაც ჰანსე ვაჟმა მიატოვა და სიკვდილი დუმდა… უსამართლობაა როდესაც ჰნსეს სიცოცხლეს ამადლიან და სიკვდილი კვლავ დუმს. ის მაშინაც დუმდა როცა ლიზელს ძმა მოუკვდა და დედამ მიატოვა. დამაყრუებელი დუმილი იდგა მაშინ როდესაც რუდის თვალები მთელი ძალით უყვიროდა ლიზელს მიყვარხარს.. დუმილი ანგრევდა ყველაფერს როდესაც მაქსი სარდაფში კვდებოდა, მხოლოდ იმიტომ , რომ გუნდაობით გული იჯერა. ყველაფერს ხმა კი მშინ ჩაუვარდა როდესც წიგნის ქურდი რუდის მამასთნ ერთად ცხოვრობდა. რატომ? იმიტომ რომ სიკვდილმა ორივე მარტო დატოვა… კიდევ დუმს ყველაფერი და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებმა დავუშვით ეს მომხდარიყო, დაავუშვით ეს ისტორია ასე დამთავრებულიყო.

წიგნი შამპანიურივით ტკბილია – სიყვარულის გამო, შუშხუნა – ციდან მფრინვი ბომბების და მათ კვალზე მოსიარულე სიკვდილის გამო. უნდა წაიკითხოთ ისე, როგორც ლიზელმა დალია პირველად შუშხუნა ღვინო…

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

ადამიანები?! თუ ის რისი გაკეთებაც შეგეშინდა?!

wpid-r8t0ij8mww.pngკაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ამოცანა აღარაა პირველი ქათამი გაჩნდა თუ კვერცხი, ყველაზე საინტერესო დღეს “ადამიანია”… წსორედ ამ ისტორიებთან ჩემი ერთადერთი კავშირი (სსკოლის გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლით) გაგიკვირდებათ და ბებიაჩემია. მაგრამ ის განსხვავებულ ისტორიებს ჰყვება.  მისი მაცნე რეალობასთან ან ძალიან ახლოს იყო ან ძალიან შორს, რადგან როცა ვუსმენ ერთიც მეჩვენება და მეორეც. მოკლედ აქ საინტერესოა მისი მოყოლილი ისტორიები და არა მათი რეალობასთან სიახლოვე, მაგის გარკვევა თქვენი საქმეა.

პირველი თავისი სიყვარულის ისტორია იყო. მოკლედ მოვყვები რადგან არც ისეთი ორიგინალურია როგორც წიგნებში ან ფილმებში ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ეს რეალურია.

ადამიამებმა ჯერ ერამეთი უნდა გაიცნონ სანამ ვხოვრების ერთად გაგრძელებას გადაწყვეტენ. ბებიამაც გაიცნო ბაბუა კლასობანას თამაშისას. მერე გაიზარდნენ, ერთი ჯარში წავიდა მეორე სამედიცინოზე. ცხოვრება ერთმანეთის გარეშე. თუმცა რამდენიმე წლის მერე ბებია კარს აღებს და ბაბუა ხვდება. ხბდება ხელოვნური ხით და მასზე ჩამოკიდებილი ორი ბულბულით. ამ ბულბულებს თუ კარგად დააკვირდებოდიო გვითხრა ბებიამ, მათ გულზე მკრთალად ამოტვიფტულ სახელებს დაინახავდით “მარიამი” “ალექსანდრე”  …  ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი ხანი ვიცინოდოთ ამაზე მე და ჩემი დეიდაშვილები. ზუსტად მახსოვს თითოეული დეტალი, ალბათ მათაც.

მოკლედ როგორც კომუნისტების პერიოდს სჩვევია ერთ საღამოსაც (არც ისე დიდი ხანი იყო გასული საჩუქრის შემდეგ ) ნათესავებმა ჩუმად გაიყვანეს ბებია და მოატაცებინეს ბაბუას.. ამ დროს ბებია ნაღვლიანი თვალებით, გაბრაზებული ხმით და ნაწილობრივ ხუმრობით იტყვის ხოლმე  მაგათმა დამღუპესო და ბაბუასკენ გააპარებს თვალს.

მარიამი გაყვა ცოლად ალექსანდრეს და ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. ოცდაჩვიდმეტი წელია ერთად ცხოვრობენ, ჰყავთ ორი შვილი და როდესაც სატუმრად მიდიან ალბათ ბედნიერ მოხუცებულ წყვილსაც ჰგვანან. მარიამი ” სტაჟიანი” ბებიაა ალექსანდრე კი არავვეულებრივი თამადა. ჰოდა ერთი ისეთივე “ბედნიერი ვიზიტისას” როცა ბაბუა თამადა იყო ახლად შექმნილ ოჯახში, არაჩვეულებრივი რამ თქვა. “ცოლ-ქმრობა სიყვარულია პირველი ხუთი წელი,  ხუთი წლის შემდეგ შეჩვება და მოვალეობა რჩებაო. ყველაზე აღმაშფოთებელი ბებიას კომენტარის გარდა რამდენიმე წლის მერე, იმ მომენტში ხალხის რეაქცია იყო და ისინი თითქოს დაეთანხმნენ ამაში, თითქოს გენიად აღიარეს. უკაცრავად, მაგრამ თუ შენ 19 წლის ბავშვი ცოლად მოიყვან 18 წლის ბავშვს და სიყვარული ორი წლის მერე ვალდებულებად გეჩვენება, უეჭველად სადღაც შეცდი. თან არა ერთხელ, რადგან ერთი შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა ყველას ეძლევა. მაგრამ ადამიანები ერთ შეცდომაზე ვერ გაჩერდებიან. (აი ერთი “აღმოჩენა”)

მარიამის კომემტარი წლების შემდეგ? ეს იყო კომუნისტების დრო…

ბებია ამ ისტორიებდ გვიყვედოდა იმიტომ, რომ ძილი გაგვეგრძელებინა კოშმარის შემდეგ. ხანდახან ვფიქრობ რომ ის უბრალოდ გულს უშლიდა იმათ ვისაც წაგრძელებული ენის შემთხვევაში არავინ დაუჯერებდა. სინამდვილეში კი მან ადამიანებთან ურთიერთობის გაკვეთილები გვიჩვრნა.

დიდი ხნის შემდეგ, როცა საიცხიანს საწოლთან ჩამომიჯდა ისტორიის დანარვენი ნაწილიც მომიყვა.

ალექსამდრეს გამოჩენამდე მის ცხოვრებაში ყოფილა ადამიანი, კაცი რომელსაც ისე უყვარდა ბებიას მწვანე თვალები,როგორც ადამიანის ჰაერი. არც ჩვენი მარიამი იყო გულ გრილი. ზუსტად იმ საღამოს როცა ბებია მოიტაცა ბაბუამ, ის ახალგაზრდა კაცი ხელის სათხოვნელად მივიდა მარიამის მშობლებთან და მისი დაკარგვაც აღმოაჩინეს. ტრადიციულად ამ დროს ბებია ამბობს ხოლმე ბედი იყოო. მე კი ვვფიქრობ რომ სისულელე იყო. კი ნამდვილად. მარიამმა იქ თქვა კი სადაც არას გულისხმობდა და მთელი ცხოვრება სხვანაირად გაჰრძელდა, უსიყბარულოდ-ცივად. ერთ სიტყვას შეიძლება სრულიად შეეცვალა მისი გზა დასასრულისკენ.. ამ დროს ალექსანდრეს ერთხელაც არ ჰქონდა ნათქვამი “მიყვარხარ” …

“არა” არის ის სიტყვა რისი თქმაც შეეშინდა ადამიანს. გაქცევა სულაც არ ნიშნავეს რომ გეშინია, გეშინია ნიშნავს არ აკეთებ იმას რაც გწირდება. ეს კი არის იატორია რომელსაც მთელი ცხოვრება ინანებს ადამიანი…

Leave a comment

Filed under Uncategorized

სინათლე

image

ზამთრის მორიგ ცივ საღამოს,უზარმაზარი სახლის ერთ პატატა ოთახში, ბუხრის წინ, მარტოობას ებრძვიან მოხუცი კაცი და პატარა გოგონა. გოგონა ბუხრის გვერდით პატარა სკამზე იჯდა.მის დიდ შავ თვალებში ცეცხლის ალები მოუსვენრად დარბოდნენ. პატარას სახის ერთი მხარე რომ დაეწვებოდა, მეორე მხარეს ტრიალდებოდა. მერე გვერდით მდგარ მაგიდაზე ნაზუქს გადაწვდებოდა და მოიტეხავდა.
სახლში სიჩუმე ბატონობდა.გარეთ გადაუღებლად წვიმდა და წყნარი შხაპუნი ისმოდა… თითქოს ოთახში შეწრას ცდილობდა რაღაც რუხი, უნუგეშო, უფორმო, უფრ ნაღვლიენი ვიდრე თვით ნაღველი. და ამ ყველაფერს შეუდრეკლად ებრძვის თებერვლის თვეში დაკარგული ორი მარტოხელა სული. გამაყრუებელი სიჩუმე გოგონამ დაარღვია და მოხუცს მოულოდნელად ჰკითხა:
– ბაბუა აქამდე მარტო როგორ ცხოვრობდი?-პატარა მოუთმენლად ელოდა პასუხს.ბაბუამაც არ დააყოვნა, ძლიერი მაგრამ უკვე დაბერებული ხელები მოხვია წელზე და კალთაში ჩაიჯინა.
-შვილო, რაც მთავარია ეხლა შენ ხარ ჩემთან.
-ჰო, მართალია და ღმერთიც.მამამ სწორედ ამიტომ გამომგზავნა შენთან. მაგრამ შენ მაინც არასოდეს იღიმები.-გოგინამ ვერ შენიშნა განათებულ სახეზე მოხუცს როგორ ჩაეცინა. ის დაიბნა, ვრცელი პასუხისთვის მოემზადა მაგრამ მერე ღრმად ამოისუნთქა და უთხრა:-იცი შვილო “მარტოობა ცხოვრების მარადიული რეფრენია.” ამის გადატანა სიცოცხლის რაღაც მომენტში ყველას აუცილებლად მოუწევს. მე კი მარტოობის დაძლევაში შენ მეხმარები. ხომ მართალი ვარ?
-რა თქმა უნდა. – ჩუმად ჩაიბუტბუტა გოგონამ, რომელსაც ბაბუას მკლავებზე თითქმის ეძინა. მოხუცმა ხელში აიყვანა და გვერდით მდგარ საწოლში ჩააწვინა. შუბლზე აკოცა და მიხვდა რომ პატარა ისევ სიცხისგან იწვოდა. პლედი მიაფარა,გოგონა მოფხიზლდა, ბაბუამ ნაყენი დაალევინა და მან ისევ მშვიდად გააგრძელა ძილი.
მოხუცი ფრთხილად გასწორდა, ცეცხლს შეუკეთა და თავის მორბერტს მიუბრუნდა. ის ხატავდა პატარა ჟღალთმიან გოგონას, რომელიც შარავანდედიანი ღრუბლებზე იჯდა. მოხუცმა კარგად იცოდა, რომ ამ უზარმაზარ სახლში მხოლოდ მისი ნახატები და ეს პატარა  ანათებდა. სახლი საბოლოოდ მაშინ გაუფერულდა როცა მისი შვილი გათხოვდა. მოხუცი არ იწონებდა მის არჩევანს და ამის გამო შვილთან ურთიერთობა გაწყვიტა. ქალიშვილი დროდადრო მოდიოდა მამასთან, როცა ის სახლში არ იყო. ალაგებდა, ამზადებდა ყველაფერს და მამის დაბრუნებამდე მიდიოდა. ერთ დღესაც შეხვდნენ ერთმანეთს, მოხუცმა გაწეული სამსახურისთვის ფული სახეში მიაყარა და სახლიდან გააგდო. აი მაშინ კი გულსაც გადაეფარა სიბნელე… ადამიანები ამაყები არიან, უამრავი შეცდომისთვის ერთ ბოდიშს არ იტყვიან სულ რომ მისი თქმის სურვილი კლავდეთ. გამონაკლისი არც ეს იყო.
ამ დროს გამოჩნდა ეს პატარა გოგონა. ბაბუა კი ცდილობს ამ პატარა სინათლის  შეინარჩუნებას და მთელი ძალით ეწიდება მას. სულ წყვდიადში მაცდური შუქიც ხომ შუქია…
-რა არის ცხოვრება?!..-ფიქრობდა მიხუცი და თან თავის თავზე გაბრაზებულს, ცინიკურად ეცინებოდა.-რა არის ტკივილისა და ტანჯვის მეტი, რომელიც ბოლოს მაინც გაძლევს ბედნიერების შესაძლებლობას. რა არის ბოროტების მეტი, რომელიც გამუდმებით გწევს ერთი ნაბიჯით უკან. ის არასოდეს გაცდის მოდუნებას. რა არის რისკის და შეცდომების მეტი, რომელიც გასწავლის “თუ წყვეტ შეცდომების დაშვებას, წყვეტ სწავლასაც.” ალბათ უნდა ეცადო ამ ქსელებიდან თავის დაღწევა და გალაღება. ანუ იცხოვრო… იცხოვრო ნიშნავს, იცოცხლო სხვებისთვისაც. ადამიანი ხომ ადამიანითაა. წარსული კი შორეულ ლურსმანზე უნდა დაკიდო. გუშინდელი დღე დაკარგულია, ვერანაირი ცრემლი და ვედრება ვერ დააბრუნებს მას!-მოხუცმა იგრძნო რაღაც საშინელი, რასაც მონატრება ერქვა. დანაშაულის საშინელ შეგრძნებას ვერსად გაურბოდა.-საოცარია. ნეტა რისთვია ცხოვრობს ადამიანი?! რომ იფიქროს ცხოვრების არსზე? რატომ  ხდება, რომ კაცი ჯერ წკუაში ვარდება და მერე კვდება?!-მას შეეშინდა ამ სიტყვების და თავი გაიმხნევა. – თუმცა ზოგი ისე კვდება, მაგასაც ვერ ახერხებს. – ფიქრებიდან ბავშვის ხმამ გამოაფხიზლა. -ბაბუა კარზე კაკუნია.
მოხუცმა საღებავები ფრთხილად დააწყო და კარისკენ წავიდა. წვიმის ხმა აღარ ისმოდა, გადაეღო და მზეც თამამად გამოსულიყო ღრუბლებიდან.
ბაბუამ კარი გააღო და შვილი დაინახა, ხელში პატარა გოგონათი. მოხუცს არაფრის თქმა არ აცადა:-ვფიქრობ ჩემი შვილი ბაბუას უნდა იცნობდეს.- უთხრა და გაუღიმა. მოხუცმა კარი ფართოდ გახსნა, უსიტყვოა უთხრა შემოდითო. იმ ოთახში შეიყვანა სადაც ბუხარი ენთო. საწოლზე პატარას დახედა ის კი უკვე წასულიყო.
-უცნაურია…-ჩაილაპარაკა მან.- ყოველთვის გბეჩვენება რომ დავეხმარეთ და განზე გაბდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უწირს…

image

Leave a comment

Filed under Uncategorized

“-მაინც რას ნიშნავს ეგ თქვენი “მადლის ბანკი”?

image

ნამდვილი ცხოვრების პირველი წესი : გააკეთო ის რისიც ყველაზე მეტად გეშინია… და აი, როგორც იქნა ჩემი პირველი პოსტი ამ ბლოგზე.
როგორც კოელიო ამბობს “ადამიანებს ორი უდიდესი პრობლემა აქვთ. ერთი არის დასაწყისის, მეორე კი დასასრულის პრობლრმა.” (ვფიქრობ რომ პირველი დავძლიე, თქვენ როგორ გგონიათ?) ეს ფრაზა მისივე წიგნიდან “ზაჰირიდან” არის, სადაც ვიპოვე ჩემი ბლოგის სახელი. (თუ სიმართლე გინდათ წიგნმა დიდად არ აღმაფრთოვანა. თუმცა არის მასში რაღაც, რაც დაგაფიქრებს, “გულს შეგიტოკებს” და ბოლოს აუცილებლად იპოვი შენთვის რაიმე პატარა გენიალურობას.)
“-მაინც რას ნუშნავს ეგ თქვენი ” მადლის ბანკი”?
-შენ რა ჯერ არაფერი გსმენია? ნებისმიერმა ცოცხალმა არსებამ იცის.
-შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები რას ნიშნავს “მადლის ბანკი”..”
შევეცდები მოკლედ აგიხსნათ, როგორც ამას კოელიო აკეთებს.
პირველად რომელიღაცა ამერიკელი მწერლის წიგნშია ნახსენები. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბანკია და ყველა ქვეყანაში აქვს ფილიალი. აი მაგალითად, მე ზუსტად ვხვდები,რომ თქვენ უზარმაზარი პოტენციალის ადამიანი ბრძანდებით და ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწევთ, უბრალიდ პატარა დახმარება გწირდებათ. მეც დავიწყებ დეპოზიტის ჩარიცხვას თქვენს ანგარიშზე. ფულის კი არა, საწირო კონტაქტების. ხან ერთ გავლენიან ადამიანს გაგაცნობთ ხან მეორეს. მერე აუქციონებს ვაწარმოებ, თქვენთვის სასარგებლოდ. ბოლოს მიხვდებით, რომ თქვენ ჩემგან დავალებული ხართ, მე კი არაფერი მიმიღია სამაგიეროდ…
ერთ დღესაც, თხოვნით მოვალ თქვენთან, უარს ვერ მეტყვით, შემისრულებთ და სანდომიანი ადამიანის სახელსაც მოიპოვებთ. შემდეგ თქვენც დაიწყებთ დეპოზიტების შეტანას, ახალი ურთიერთობები და ახალი კავშირები გექნებათ.
რა თქმა უნდა “მადლის ბანკი” ისეთივე რისკთანაა დაკავშირებული, როგორც სხვა ბანკები. თქვენ შეგიძლიათ უარი მითხრათ, მაგრამ მერე ყველას ნდობას დაკარგავთ. მე მადლობას გადაგიხდით და სხვა ასევე ჩემგან დავალებულ ადამიანებს მივმართავ. ახლა მიმიხვდით? (კოელიოს თუ მიუხვდით?)
თუ მთლიანად არა, იქნებ კოელიოს ჩანაფიქრის მეოთხედი მაინც შეძლოს ჩემმა ბლოგმა. პირადად მე კი მინდა რომ “მადლის ბანკი” კიდევ სამ რამეს ემსახურებოდეს.
პირველი: პრობლემების პირდაპირ დანახვა. ” როცა ადამიანები პირდაპირ ეჯახებიან პრობლემებს, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ იმაზე კარგად შეუძლიათ მისი გადაწყვეტა, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ. ”
მეორე: ენერგია-სიბრძნე “ნებისმიერი ენერგია და სიბრძნე ჩვენი ქვეცნობიერიდან მოდის, როცა გასაკეთებელზე ფიქრობ.”
მესამე: არასოდეს არავინ დავტოვოთ მარტო. ” საკუთარ სატანჯველთან არავინ რჩება მარტო. ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც მეტად ფიქრობს, უხარია ან სულაც განიცდის.”
აი გამოჩნდა მეორე პრობლემაც – დასასრულის..
ადამიანებში ყველაზე მთავარი საუბარია. ისინი კიდე ყველაფერს აკეთებენ საუბრის გარდა. თუ სამყაროს შეცვლა გვინდა, იმ ეპოქაში დაბრუნება მოგვიწევს, სადაც კოცონის გარშემო შეკრებილებს ისტორიების მოყოლა შეეძლოთ. ჩვენ კი გვინდა რომ სამყარო შევცვალოთ…
-ახლა თუ მიმიხვდით რა არის მადლის ბანკი?

Leave a comment

Filed under Uncategorized